წითელი ხახვისა და პამიდვრის სალსა
ეს არის უგემრიელესი და მარტივი სალსა, რომელიც შესანიშნავია ხორცის კერძებთან ან უბრალოდ პურთან ერთად მირთმევისთვის. ახალი ინგრედიენტები და ლიმონის წვენი მას განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს.
მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.
ინგრედიენტები
- ლიმონის წვენი30 ml
მომზადების ინსტრუქცია
6 ნაბიჯი- 1
ხახვი შუაზე გავჭრათ, შემდეგ კი ძალიან თხლად დავჭრათ.
5 წუთი
- 2
მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ 10 წუთი.
10 წუთი
- 3
შემდეგ თბილი წყალი დავასხათ, კიდევ 10 წუთის შემდეგ კი გადავწუროთ და გავრეცხოთ.
10 წუთი
- 4
ხახვს დავასხათ ლიმონის წვენი და ზეთი. შევდგათ 30 წუთი მაცივარში.
30 წუთი
- 5
ამასობაში პამიდორიც დავჭრათ, ხახვის მსგავსად, ჯერ შუაზე, შემდეგ კი ძალიან თხელ ნაჭრებად.
5 წუთი
- 6
დავამატოთ ხახვიან ჯამში. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი , ამოვურიოთ, დავამატოთ მარილი, თუ საჭიროდ მიგვაჩნია.
0 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 163 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად