ცომი ღვეზელისთვის
ეს არის უნივერსალური ცომის რეცეპტი, რომელიც საფუვრის გარეშე მზადდება და იდეალურია ნებისმიერი გულსართისთვის. ცომი არის ხრაშუნა და გემრიელი, მარტივი მოსამზადებელი და ინახება მაცივარში რამდენიმე დღის განმავლობაში.
ინგრედიენტები
- კვერცხი3 ცალი
- კვერცხის გული1 ცალი
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
მარგარინი აკეპეთ ფქვილში.
5 წუთი
- 2
დაუმატეთ შაქარი.
1 წუთი
- 3
არაჟანში გახსენით სოდა და დაუმატეთ ფქვილის მასას.
2 წუთი
- 4
ჩაახალეთ 3 კვერცხი + კვერცხის გული (ცილა შეინახეთ ღვეზელზე ზემოდან მოსასმელად).
2 წუთი
- 5
მოზილეთ ცომი იქამდე, რომ თითებზე არ გეკვრებოდეთ.
10 წუთი
- 6
სანამ გულსართს მოამზადებთ, შედგით ცომი მაცივარში.
30 წუთი
- 7
გაყავით ცომი ორ ნაწილად: დაბლითა - ცოტა დიდი უნდა იყოს, ზედა - ნაკლები. გააპრტყელეთ და დააფინეთ "ჟარონაზე", შემდეგ გაანაწილეთ ზედ გულსართი, ზემოდან კი დაადეთ გაბრტყელებული ცომის პატარა ფენა.
10 წუთი
- 8
შეგიძლიათ დაჩხვლიტოთ ზემოდან ცომი ჩანგლით, რათა ჰაერი შევიდეს.
1 წუთი
- 9
აცხვეთ 180 გრადუსზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
30 წუთი
180°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 188 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად