თურქული ფოჩა
თურქული ფოჩა არის რბილი და ჰაეროვანი ფუნთუშა, რომელიც იდეალურია საუზმისთვის ან წასახემსებლად. შეგიძლიათ შეავსოთ სხვადასხვა შიგთავსით, როგორიცაა ყველი, კარტოფილის პიურე ან ისპანახი.
ინგრედიენტები
- რძე150 ml
- მზესუმზირის ზეთი30 ml
- წყალი60 ml
- კვერცხი2 ცალი
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
ჯამში მოათავსეთ კვერცხის ცილა, თბილი რძე, ზეთი, თბილი წყალი, შაქარი, გამაფხვიერებელი და კარგად მოურიეთ.
5 წუთი
- 2
ფქვილი დაამატეთ ნაწილ-ნაწილ. მოაყარეთ მარილი. კარგად მოზილეთ. ცომი უნდა გამოვიდეს ისეთი, რომ თითებზე გეკვრებოდეთ.
10 წუთი
- 3
ცომს გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი და დაელოდეთ ამოსვლას.
60 წუთი
- 4
ცომი გაყავით პატარა ბურთებად. თითოეულ ბურთში ჩადეთ გახეხილი იმერული ყველი.
15 წუთი
- 5
გააჩერეთ 30 წუთით.
30 წუთი
- 6
ათქვიფეთ 2 ცალი კვერცხი და გააზავეთ 2 სკ რძესთან ერთად.
3 წუთი
- 7
წაუსვით ცომის მასას კვერცხის და რძის ნაზავი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
2 წუთი
- 8
გამოაცხვეთ 190 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში.
20 წუთი
190°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 163 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად