უკან რეცეპტებზე
ვაშლის ღვეზელი
ცომეულისაშუალო

ვაშლის ღვეზელი

ეს არის უგემრიელესი ვაშლის ღვეზელი, რომელსაც არაჟნის კრემით განსაკუთრებული გულსართი აქვს. მარტივი მოსამზადებელია და იდეალურია დესერტად ან საუზმედ.

მომზადება30 წთ
მზადება50 წთ
პორცია4
კალორია/პორცია599
#ქართული#ღვეზელი#ვაშლი#საზაფხულო#ვაშლის ნამცხვარი#ვაშლის ნამცხვარი#სიუზეტი#ტარტ ტატენი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • კვერცხი1 ცალი

მომზადების ინსტრუქცია

8 ნაბიჯი
  1. 1

    ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი, ჩააჭერით ცივი კარაქი და აკეპეთ. შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და მოზილეთ ცომი.

    10 წუთი

  2. 2

    მომზადებული ცომი გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და შედეთ ნახევარი საათით მაცივარში.

    30 წუთი

  3. 3

    გულსართის მოსამზადებლად, მიქსერით ათქვიფეთ არაჟანი, შაქარი, კვერცხი და ფქვილი იქამდე, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება.

    10 წუთი

  4. 4

    გაფცქვენით ვაშლი, ამოაცალეთ გულები და დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოათავსეთ ჯამში და მოაწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ, რათა ვაშლებს მთლიანად მოედოს ლიმონის წვენი.

    10 წუთი

  5. 5

    გამოიღეთ ცომი მაცივრიდან. წაუსვით კარაქი გამოსაცხობ ფორმას და ჩადეთ მასში ცომი, ხელით მიეცით ფორმა.

    5 წუთი

  6. 6

    ცომს ზემოდან მოაწყვეთ ვაშლები და მოასხით არაჟნის კრემით.

    5 წუთი

  7. 7

    გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და შედგით ღვეზელი გამოსაცხობად დაახლოებით 40-50 წუთი.

    45 წუთი

    180°C

  8. 8

    არ დაჭრათ ღვეზელი, სანამ არ გაცივდება.

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 300 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

599
კკალ
12
ცილა
69
ნახშირწყალი
30
ცხიმი
4.5
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.