ზეთიანი შუ
ეს არის უგემრიელესი შუს რეცეპტი, რომელიც მზადდება ზეთით და აქვს ნაზი მოხარშული რძის კრემი. გამოდგება როგორც დესერტად, ასევე საუზმედ. რეცეპტი მარტივია და შედეგი ყოველთვის შესანიშნავია.
ინგრედიენტები
- წყალი250 ml
- კვერცხი5 ცალი
- რძე500 ml
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ წყალი, ზეთი და მარილი. დავდგათ ცეცხლზე და ადუღებისთანავე ჩავამატოთ ფქვილი.
- 2
სწრაფად მოვურიოთ ხის კოვზით და ნელ ცეცხლზე ვშუშოთ 5 წთ.
5 წუთი
- 3
გადმოვდგათ, ცოტა შევაგრილოთ ცომი და სათითაოდ შევაზილოთ კვერცხები.
- 4
გავაცხელოთ ღუმელი 200°-ზე. დავსვათ საცხობ ფირფიტაზე ცომის ბურთები, დავაშოროთ ერთმანეთს. ვაცხოთ 40-50 წთ. შუა თაროზე. ცხობის დროს სიმხურვალე დავწიოთ 180-150 გრადუსზე, კარგად დავბრაწოთ. სანამ არ გამოცხვება ღუმელის კარი არ გამოვაღოთ, ცომი რომ არ ჩავარდეს.
45 წუთი
180°C
- 5
კრემის მოსამზადებლად: რძე, ფქვილი და შაქარი ჩავასხათ ქვაბში. მოვადუღოთ, მოვშუშოთ და გავაციოთ.
- 6
გაციებული კრემი ნელ-ნელა შევაზილოთ კარგად გათქვეფილ კარაქს. გემოვნებით დავუმატოთ ვანილი.
- 7
კრემი ჩავუდოთ უკვე გამომცხვარ, გაცივებულ შუებს. თავზე მოვაყაროთ შაქრის პუდრი.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად