კარამელიზირებული ღორის ნეკნები
კარამელიზირებული ღორის ნეკნები ბალზამიკოს კრემითა და წაბლით - დავით ცაცანაშვილის ორიგინალური რეცეპტი. უგემრიელესი კერძი, რომელიც გააოცებს თქვენს სტუმრებს თავისი განსაკუთრებული არომატით.
ინგრედიენტები
- მზესუმზირის ზეთი30 ml
- ბალზამირებული ძმარი50 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
მოვხარშოთ ღორის ნეკნები, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება.
30 წუთი
- 2
მოვხარშული ნეკნები კარგად გავამშრალოთ.
5 წუთი
- 3
გავაცხელოთ ზეთი 180 გრადუსზე და შევბრაწოთ ნეკნები ოქროსფრად.
10 წუთი
180°C
- 4
ტაფაზე დავასხათ თაფლი, სეზამის მარცვლები, დარიჩინი, მიხაკი, დაჭრილი ნიგოზი, თხილი, ქეშიუ, დაღერღილი წიწაკა და გავუკეთოთ კარამელიზაცია.
10 წუთი
- 5
ბალზამიკოს კრემი: 250 გრ მასკარპონეს კრემს დავუმატოთ 50 გრ შაქრის პუდრა და 50 გრ ბალზამიკოს ძმარი. მოვურიოთ კარგად, დავამატოთ დაჭრილი ქინძი და წითელი წიწაკა.
10 წუთი
- 6
წაბლის მომზადება: წაბლი მოვხარშოთ ნახევრად, შემდეგ გავარჩიოთ.
15 წუთი
- 7
გავარჩიოთ და ტაფაზე ცხიმთან ერთად შევბრაწოთ. დავუმატოთ დარიჩინი გემოვნებით.
5 წუთი
- 8
ჟოლოს სოუსი: ჟოლო მოვათავსოთ ქვაბში დავუმატოთ 50 გრ შაქარი და 10 გრ აგარ-აგარი. რომ წამოდუღდება, გავცრათ.
10 წუთი
- 9
დავუმატოთ დაღერღილი წიწაკა და წამოვადუღოთ ისევ.
2 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 338 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად