შოკოლადის ტორტი-ტრიუფელი
უგემრიელესი შოკოლადის ტორტი, რომელიც შედგება ნაზი ბისკვიტის, შოკოლადის კრემისა და ხრაშუნა ფენისგან. განსაკუთრებით გემრიელია მაცივარში გაჩერების შემდეგ. ეს არის იდეალური დესერტი შოკოლადის მოყვარულთათვის.
მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.
ინგრედიენტები
- კვერცხი3 ცალი
- მდუღარე წყალი60 ml
- მცენარეული ზეთი60 ml
- ნაღები200 ml
მომზადების ინსტრუქცია
10 ნაბიჯი- 1
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე.
5 წუთი
- 2
ფქვილი გაცერით და შეურიეთ კაკაო და გამაფხვიერებელი.
5 წუთი
- 3
ფქვილის მასა შეურიეთ კვერცხის მასას და ათქვიფეთ. დაუმატეთ მდუღარე და ზეთი. კვლავ კარგად ათქვიფეთ.
5 წუთი
- 4
გადაიტანეთ ცომი კარაქწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთი.
40 წუთი
180°C
- 5
გამომცხვარი ბისკვიტის 1/2 დაამტვრიეთ და დააბლენდერეთ "პეჩენიასა" და ვაფლთან ერთად.
10 წუთი
- 6
გაადნეთ კარაქი და შეურიეთ დაბლენდერებულ ბისკვიტებს. უნდა მიიღოთ წებოვანი მასა. ბევრი კარაქი საჭირო არ არის, მთავარია დაფხვნილი ბისკვიტი შეიკრას. ამიტომაც რაოდენობა თავად დაარეგულირეთ.
5 წუთი
- 7
პერგამენტჩაფენილ ფორმაში გადაიტანეთ დაფხვნილი ბისკვიტის მასა და კარგად ჩაპრისეთ. შედგით მაცივარში.
30 წუთი
- 8
გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე.
5 წუთი
- 9
ათქვიფეთ ნაღები გასქელებამდე. დაუმატეთ შოკოლადი ათქვეფილ ნაღებში და აუცილებლად მოურიეთ კოვზით და არა მიქსერით.
5 წუთი
- 10
დაასხით კრემი ბისკვიტს. შედგით მთელი ღამით მაცივარში.
480 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 300 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად