უკან რეცეპტებზე
სტეიკი ნაღებისა და პილპილის სოუსით
სტეიკიმარტივი

სტეიკი ნაღებისა და პილპილის სოუსით

უგემრიელესი სტეიკი ნაღების და პილპილის სოუსით. კერძი მზადდება სწრაფად და მარტივად, რაც მას იდეალურს ხდის სადილისთვის ან ვახშმისთვის. მიირთვით ბროკოლთან, პიურესთან ან თქვენს საყვარელ გარნირთან ერთად.

მომზადება10 წთ
მზადება20 წთ
პორცია4
კალორია/პორცია1022
#ხორცი#ვახშამი#ნაღებიანი#სტეიკი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • ბრენდი50 მლ
  • ასაღები ნაღები (35%)200 მლ
  • მცენარეული ზეთი30 მლ

მომზადების ინსტრუქცია

6 ნაბიჯი
  1. 1

    სტეიკის ნაჭრები შევამშრალოთ ქაღალდის პირსახოცით. მოვაყაროთ მარილი და პილპილი.

    5 წუთი

  2. 2

    ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი და ზეთი. დავაწყოთ სტეიკის ნაჭრები და მაღალ ტემპერატურაზე ორივე მხრიდან შევბრაწოთ სასურველ კონდიციამდე (4-6 წუთი თითო მხარეს).

    10 წუთი

  3. 3

    სტეიკები შევახვიოთ ფოლგაში 5 წუთით.

    5 წუთი

  4. 4

    ტაფიდან სტეიკის ნამწვავ ცხიმს დავუმატოთ ბრენდი და 15 წამის შემდეგ - პილპილი, მდოგვი, ბეგქონდარა, ნაღები და 2-3 წუთი ვადუღოთ, თან ვურიოთ.

    3 წუთი

  5. 5

    სოუსს შევურიოთ მარილი გემოვნებით.

  6. 6

    სტეიკები მივირთვათ ბროკოლის, პიურესა და სოუსის თანხლებით.

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 366 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

1022
კკალ
97.8გ
ცილა
7გ
ნახშირწყალი
67.8გ
ცხიმი
1.1გ
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

⭐შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.